მოვიდა დეკემბერი და ზამთრის სუსხიანი დღეები, ამიტომ weekendზე გადავწყვიტე გაგაცნოთ ჩემი საყვარელი 5 ფილმი მოდის „ბრჭყვიალა“ სამყაროს შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მოდის შესახებ გადაღებული ყველა ფილმი ფართო გაქირავებაში ვერ ხვდება და მხოლოდ მოდური კინემატოგრაფიის მოყვარულთა ცენტრში ხდება ცნობილი, მე გაგაცნობთ ფილმებს რომელიც ყველა Fashionistas უნდა ჰქონდეს ნანახი.
1 The September Issue

ფილმი ეძღვნება Vogue-ის 2007 წლის სექტემბრის 600-გვერდიან ნომერს, რომელმაც მოდის სამყაროში ფურორი მოახდინა. ფილმის ნახვის შემდეგ ნათელი წარმოდგენა გვექმნება თუ როგორი ტიტანური შრომა, ნიჭი, კრეატივი სჭირდება იმას, რომ მოდის სამყაროში პირველობა შეინარჩუნო.
2 Coco Before Chanel

ლეგენდარული პიროვნების – დიზაინერ კოკო შანელის ეკრანიზირებული ბიოგრაფია. სიუჟეტი შანელის ცხოვრების იმ პერიოდს ასახავს, როცა მას მოდის დამფუძნებლის წოდება ჯერ არ ჰქონდა. ფილმი დიზაინერის კარიერულ წარმატებასა და პირად ცხოვრებას ასახავს.

3 The Devil Wears Prada
ფილმი ეხება უბრალო გოგონა ანდრეას,რომელსაც მოდის სფეროში არაფერი გაეგება, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მოდების ჟურნალში იწყებს მუშაობას, მისი პოზიცია ყველასათვის საშიში რედაქტორის, მირანდას თანაშემწეა.

4 The Dressmaker
სამწუხაროა, რომ ქეით უინსლეტის პერსონაჟი რეალობაში არ არსებობდა. კაბები, რომალსაც ის ქმნის იმდენად ლამაზია, რომ მათ ტარებაზე უარს ვერ ვიტყვით. მოდის გარდა, ფილმი სიყვარულს და ნამდვილ ქალად დარჩენას ეხება.
5 Marie Antoinette

მარია ანტუანეტას კინო ბიოგრაფია, 14 წლის ავსტრიელი გოგონა, რომელიც მცირეწლოვან ასაკში ლუდოვიკო XVI – ზე გათხოვდა და დედოფალი გახდა. ფილმი ვიზუალურად ძალიან ესთეტიურია და ამ დროის ულამაზეს ტანსაცმელს გვაჩვენებს.