ქართული მოდა დღეს

      ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოში მოდის ბიზნესი ნამდვილად არ ყვავის,თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს,რომ ბოლო წლებში წინსვლაც შეიმჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გვესმის კრიტიკული ან სარკაზმული მოსაზრებები წელიწადში ოთხი მოდის კვირეულის ჩატარებაზე, (თუმცა  ამჟამად  წელიწადში ორჯერ ტარდება) მიმაჩნია,რომ ეს მაინც წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს. დღეს მინდა გაგაცნოთ ყველასთვის ცნობილი ქართული მოდის წარმომადგენლები, რომელთა სახელის გაგონებაზე ყველას ახსენდება ჩვენი ქვეყანა – საქართველო. ჩემთვის პირადად საკმაოდ დიდია იმ ადამიანთა სია,რომელიც ქართულ მოდას უკავშირდება,თუმცა შევეცდები გამოვყო ის რამდენიმე,რომელიც არამხოლოდ ქართულ,არამედ მსოფლიო მოდის რიგებში დგას.

დემნა გვასალია, წლის საერთაშორისო დიზაინერი

           არ შემიძლია არ დავიწყო ყველაზე „ცხელი“ (როგორც ბრიტანულმა გამოცემა „Guardian“ უწოდა), დიზაინერით, რომელმაც ჩემი აზრით შეცვალა თანამედროვე მოდის კურსი, ხედვა, და დაუპირისპირდა მოდის ტრადიციულ გაგებას – დემნა გვასალია. ქართველი მოდის დიზაინერი, რომელიც დაიბადა საბჭოთა კავშირის საქართველოში, სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მოგვიანებით, ანტვერპის სამეფო აკადემიაში ხელოვნების ფაკულტეტზე. ხელმძღვანელობდა Mason Margiela-სა და Louis Vuitton-ის გუნდებს. ამჟამად არის Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორი და VETEMENTS მთავარი დიზაინერი.დემნას ერთადერთი შთაგონების წყარო იყო მისი ბებია. მოზარდობის ასაკში დემნა იძულებული იყო ხშირად შეეცვალა საცხოვრებელი გარემო მამამისის სამუშაოს გამო, საბოლოოდ კი აღმოჩნდა ლონდონში, შემდეგ კი გერმანიაში. თავისი სტილის საპოვნელად დემნას საკმაო დრო დასჭირდა. Vetements მოჰყვა სწრაფი გამოხმაურება, ის იყო დამანგრეველი და მარგინალური, ამ მოდის ხაზმა, მიუხედავად იმისა, რომ დემნას არ გაუკეთებია ასეთი განცხადება, დაანგრია ტრადიციული მოდის კოდები.

დავით კომახიძე

             შემდეგი არის დავიდ კომა, იგივე დავით კომახიძე, რომელიც 1981 წელს თბილისში დაიბადა. ბავშვობა საქართველოში გაატარა. 8 წლისამ ქალის ტანსაცმლის ესკიზების ხატვა დაიწყო. როცა დავითი 10 წლის გახდა, ოჯახთან ერთად ის სანქტ-პეტერბურგში საცხოვრებლად გადავიდა, სადაც მან კუსტოდიევის სახელობის სამხატვრო სკოლა წითელ დიპლომზე დაამთავრა. ამის შემდეგ სწავლა სანქტ-პეტერბურგის შტიგლიცის სახელობის სამხატვრო-სამრეწველო აკადემიაში განაგრძო. დიზაინერი, რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქში მოწყობილი სადებიუტო ჩვენების მომენტისთვის 15 წლის გახლდათ. რუსეთში წარმატებების მიუხედავად, დავიდ კომამ ოცნება ლონდონში გადასვლის შემდეგ აისრულა და სასწავლებლად წმიდა მარტინის სახელობის ხელოვნებისა და დიზაინის ცენტრალურ კოლეჯში შევიდა. მისი გამოსაშვები ნამუშევარი კურსზე საუკეთესო გამოდგა და დავიდმა სწავლა მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად განაგრძო. 2013 წლის დეკემბერში დავიდ კომა მოდის სახლ Thierry Mugler-ის კრეატიულ დირექტორად დაინიშნა.

გიორგი ქებურია

         გიორგი ქებურია თვითნასწავლი დიზაინერია, რომელმაც საკუთარი ხაზი 2010 წელს შექმნა. ის სურეალისტურ კოლექციას წარმოადგენს, რომელიც ფანტასტიკითა და უცხო კონცეფციით გაჯერებულია. მისით სამშობლოს გარეთაც უამრავი ვარკსკვლავი აღფრთოვანებულია.

           მისი დებიუტი Tbilisi Fashion Week– ზე ,,საუკეთესო ნიუქამერის“ წოდებით დაჯილდოვდა. 2 წლის შემდეგ კი მან საერთაშორისო ცნობადობა მოიპოვა კოლექციით “Bird Nest” და 2012 წელს Be Next –ის კონკურსში, თბილიში გაიმარჯვა, რასაც ქვეყნის ფარგლებს გარეთაც სხვა უამრავი წარმატება მოყვა. ამჟამად გიორგი ქებურია საკუთარ ხაზზე ორიენტირებულია და უწყვეტ რეჟიმში კოლექციებზე მუშაობს. იგი ცნობილია მოდის სამყაროს მიმდევრებისთვის მისი უნიკალური ხედვითა და ორიგინალური კოლექციებით, თუმცა ის რაც თითქმის ყველა ადამიანს ერთხელ მაინც უნახავს არის მისი დიზაინით შექმნილი კრეატიული ფორმის სათვალეები, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავებმაც მოირგო.

ქართული მოდის ისტორია

საქართველოში მოდის საკითხი ძალზედ აქტუალურია. ქართველი მოდელები და დიზაინრები მსოფლიო მაშტაბით დიდ წარმატებებს აღწევენ. მაგრამ ვიცით საიდან იწყება ქართული მოდა? როგორია მისი განვითარების ეტაპები? რადგან ჩვენი ბლოგი მოდის თემატიკაზეა, ვფიქრობ ყველა გამომწერმა უნდა იცოდეს როგორ მოხდა იმ ჩაცმის სტილის ევოლუცია,რომელიც დღეს ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

ზოგადად მოდა გულისხმობს გარკვეული ჩაცმის სტილის გაბატონებას გარკვეული პერიოდით. მიუხედავად იმისა რომ მოდის კრედო სიახლისკენ სწრაფვაა, ის მუდამ ბრუნავს და მუდამ ვხედავთ წარსულის სილუეტებს აწმყოში ახალი ხედვით.

XIX საუკუნეში საქართველოში ერთმანეთს ერწყმის აღმოსავლური და დასავლური კულტურის მოტივები, იწყება ქსოვილების იმპორტი, რადგან იმ დროისთვის საქართველოში არსებული ქსოვილები საკმაოდ დაბალი ხარისხისაა. ვრცელდება ევროპული და რუსული ტანსაცმელი, რომელიც მხოლოდ ელიტარული წრეებისთვის არის ხელმისაწვდომი. ხმარებიდან გაქრა შეიდიში, ახალუხი, ქოშები. ქართული თავსაბურავებისაკმაოდ დიდხანს შემორჩა, ჩიხტიკოპი შლაპამ ჩაანაცვლა. ქართული ხალხური ქსოვილებისათვის დამახასიათებელია  ფერადოვნება და ნაქარგი ფიგურები.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ფერსა და ორნამენტს კაბის გაფორმებაში საგანგებო ყურადღება ექცეოდა. ახალგაზრდა ქალისათვის მიღებული იყო თეთრი, ვარდისფერი, ანუ პირისფერი, იისფერი ტანსაცმელი; შუახნის ქალებისათვის – ლურჯი, სოსნი, უნაბისფერი, ალუბლისფერი, ლაჟვარდისფერი. კაბის ზემოდან დათბილული ქათიბი ეცვათ. მის დასამზადებლად გამოიყენებოდა სხვადასხვა ფერის ხავერდი, სარჩულად აბრეშუმი ან ბეწვი. ქათიბის სიგრძე აღწევდა მუხლებამდე.

წყარო : intermedia.ge

ქართული ეროვნული სამოსი ჩვენი კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და სერიოზულ ცვლილებებს განიცდიდა. ტრადიციული ქართული კოსტიუმის წარმომავლობის საწყისებთან ვხედავთ ხევსურულ „ტალავარს“.XVII საუკუნიდან ჩნდება ტერმინი ახალოხი. ივ, ჯავახიშვილზე დაყრდნობით ჩოხა-ახალუხი არა ქართული წარმოშობის ტერმინია; ჩოხა მატყლის ქსოვილს ნიშნავს თურქულად და ამავე მნიშვნელობით იხმარებოდა XVI-XVII საუკუნეებამდე.

წუღა

რაც შეეხება ფეხსაცმელს,  სულხან-საბასთან ვხედავთ ისეთ ტერნებს როგორიცაა წუღა,ჩუსტი, ქალამანი, სანდალი და მოგვი.

XX საუკუნის შუა წლებიდან ჩნდება ქალის ორნაწილიანი ჩასაცმელი, ზედატანი და ქვედატანი 60 – იან წლებში, მოდაში ხაბარდა შემოვიდა. 80 -იან წლებში კი ახალი სტილის, ე.წ. „კუდიანი კაბა“ გაჩნდა.

აგრაფინა ჯაფარიძე

პირველი ქართველი კუტურიე

ქართული მოდის პირველი ცნობილი მხატვარი ალექსანდრე ახვლედიანი გახლდათ, რომელიც გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში გამოჩნდა. თბილისში მას უბრალოდ – საშა პარტნოის ეძახდნენ. საშა 1937 წლიდან, ქალაქის ყველაზე ცნობილი კუტურიე იყო და დედაქალაქში ჩამოსვლიდან, მალე გახდა რუსთაველის გამზირზე მდებარე „ვოლკოვების ატელიეს“ მთავარი ოსტატი. ის არამარტო ყოველდღიურ სამოსს, არამედ სასცენო კოსტიუმებსაც ქმნიდა.