“Fashion Icon”- ანა ვინტური

ოცდაათი წელი VOGUE-ში: როგორ შეცვალა ანა ვინტურმა მსოფლიო ჩაცმის სტილი…

1988 წელს ამერიკული ვოგის რედაქციის თავმჯდომარე ანა ვინტური გახდა, ამერიკის პრეზიდენტი კი რეიგანი იყო. მას შემდეგ თეთრმა სახლმა 5 პრეზიდენტი გამოიცვალა, ხოლო ვინტურის ადგილი უცვლელია…

Fashion Icon

VOGUE-ის ბრიტანელი მთავარი რედაქტორი, მსოფლიო მოდისინდუსტრიისა და მოდური ჟურნალისტიკის ლეგენდა ანა ვინტური- ქალი, რომლის მთავარი ვიზუალურისავიზიტო ბარათი მოკლედ შეჭრილი მკაცრი კარე თმა და შავი სათვალეებია.მისი თქმით, მან კარე 15 წლის ასაკში შეიჭრა და დღემდე ატარებს მას. ის მთელი მსოფლიოს მოდის ინდუსტრიის მთავარტენდენციებსა და უამრავი ნიჭიერი ადამიანის ბედს სწორედ მოდის ბიბლიად აღიარებული,VOGUE-ის ჟურნალის მეშვეობით მართავს. ანას სიტყვა მოდის ინდუსტრიაში დღემდე კანონადრჩება, შეიძლება ითქვას, რომ მასზეა დამოკიდებული რომელიმე ამომავალი ვარსკვლავის კარიერისწარმატება ან წარუმატებლობა.  თითოეული ფოტო თუ სტატია, რომელიც ვოგში იბეჭდება ანას მიერ არის შემოწმებული, შერჩეული, ჩამოყალიბებული.ვოგის ნომრის დასაწყისში, პირველი ყოველთვის მისი სტატია არის.ანას განსაკუთრებულიწერის მანერა და სტილი აქვს, მის მიერ დაწერილი აბზაცები ერთ ამოსუნთქვაში იკითხებადა არ არის მონოტონური.

ანას სამუშაობ კაბინეტი Condé Nast ის შენობაში, მეთორმეტე სართულზე არის, საიდანაც ზედამხედველობს ასობით ჟურნალისტსა და ფოტოგრაფს, დიზაინერს, სხვადასხვა განყოფილებებს.

გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ ანა ვინტურთან მუშაობა ძალიან რთულია – ის მეტისმეტად მომთხოვნია, თანამშრომლებისგან კატეგორიულად მოელის სტილის განცდის უნარს, მოდურად ჩაცმასა და წონის განსაკუთრებულ კონტროლს, რაც სულაც არ არის გასაკვირი ქალისგან, რომელმაც ორივე ორსულობა „შანელის“ ვიწრო ქვედაბოლოებში გაატარა.

ანას ერთ-ერთმა ყოფილმა თანაშემწემ ლორენ ვეისბერგერმა დაწერა მსოფლიოს ერთ-ერთი ბესტსელერი – „ეშმაკი ატარებს პრადას“, რომელშიც ზედმიწევნით ასახა ვინტურთან მუშაობის პერიოდი. წიგნის 2006 წლის ეკრანიზაციაში მთავარი – ანას როლი მერილ სტრიპმა შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ფილმის პრემიერაზე ვინტური „პრადაში“ გამოწყობილი მივიდა, რითაც მან მთელ მსოფლიოს დაანახა თავისი გამორჩეული იუმორი.  რაც შეეხება ანას ჩაცმულობას, კარგად ჩანს, რომ მისთვის, თითოეული ფერი რაღაც კონკრეტულ ისტორიას წარმოადგენს და სათუთია. რომელიც კარგად ჩანს The Devil Wears Pradaში, სადაც უხსნის ასისტენტ ენდის, როგორ გამოიყენა ოსკარ დე ლა რენტამ ცისფერი ფერი შოუებში..

მისი პერსონა ძლიერი ქალის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ვინტურის გავლენა საზოგადოებაზე არაერთხელ დახმარებია ადამიანებს. ამის ყველაზე კარგი მაგალითი კი, მარკ ჯეიქობსი არის. მისი კარიერის დასაწყისის დროს, ერთ-ერთი კოლექციის შოუსთვის ესაჭიროებოდა სასტუმრო პლაზას დარბაზი, მაგრამ ახალბედა დიზაინერისთვის მსგავსი სივრცის დაქირავება სირთულეს წარმოადგენდა, ამიტომ ანა, დაუკავშირდა სასტუმრო პლაზას მფლობელს – დონალდ ტრამპს და მეორე დღესვე დარბაზი მარკის ჩვენებისთვის მზად იყო.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოდის ICON-ი ახალბედა დიზაინერებს მხარს უჭერს და დაინტერესებულია მათი ხედვით. ის მილანის მოდის კვირეულის ღონისძიებებზე გაეცნო ქართველი დიზაინერების გიორგი ქებურიას და MACH & MACH-ის კოლექციას.

ანა ვინტური და გიორგი ქებურია

ტოპ 5 ქართველი მოდელი

ქრისტინე ძიძიგური

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველია, რომელმაც კარიერა საქართველოში დაიწყო. 2008 წელს  მოიპოვა „ვიცე მის საქართველოს“ ტიტული. ამავე წელს გაემგზავრა მალაიზიაში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე „მის ტურიზმი 2008“ და გახდა „მის პერსონა“. 2010 წელს Georgian fashion week-ზე მისი სილამაზით დაინტერესდა ფრანგული მოდის სააგენტო „ელისე“ და ერთ წლიანი კონტრაქტით მიიწვიეს პარიზში. 24 წლის ასაკში მოდელი Christian Dior-ის პარფიუმის ერთ-ერთი სახე გახდა. ქართველო მოდელი სხვა ცნობილი სამოდელო სახლების ჩვენებებზეც  ვიხილეთ : Chanel, Dior, Yves Saint Loren, Balmain.

თათია ახალაია

თათია ახალია ქართველი ტოპ მოდელია, რომელსაც დიდი წარმატება აქვს მსოფლიოს მაღალ მოდაში.  2015 წელს გაიმარჯვა საერთაშორისო სამოდელო კონკურსში Elite Model Look Georgia 2015. ამჟამად მონაწილეობს პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე Fall/Winter 2018 Haute Couture show in Paris. გასულ წელს  ვიხილეთ ისეთი ცნობილი ბრენდების ჩვენებებზე  როგორიცაა DOLCE & GABBANA, Roberto Cavalli, Emilio Pucci, HERMES, MIU-MIU, Ulyana Sergeenko, Stella Jean, Narciso Rodriguez, Kate Spade, Jonathan Saundersდა Grey Jason Wu. რაც შეეხება Milan Fashion Week-ს თათია Roberto Cavalli-ის, Aigner-ისა და Laura Biagiotti ჩვენებაზე გამოჩნდა.

თაკო ნაცვლიშვილი

კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო. 2016 წელს არმანის Armani Collezion-ის სახე გახდა . თაკო ვიხილეთ ისეთი ცნობილი ბრენდების ჩვენებებზე როგორიცაა Versace, Giorgio Armani, Dolce & Gabbana, Elie Saab, Christian Dior, Yohji Yamamoto, Ermanno Scervino, Moncler, AntonioBerardi, Roland Mouret, ZUHAIR MURAD, Ralph & Russo. თაკო ასევე მონაწილეობდა Victorias”ssecret-ის ქასთინგში, თუმცა სამწუხაროდ ქართველი მოდელი შოუზე ვერ მოხვდა. ის ბოლო დროის ყველაზე პერსპექტიული ქართველი მოდელია.

მარიამ(მარიშა) ურუშაძე

ქართველი მოდელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მუდმივად ექცევა.  მარიშას დებიუტი UlyanaSergeenko-ს ჩვენებაზე შედგა. 2016 წელს ფრან­გუ­ლი წამ­ყვა­ნი ბრენ­დის Chloe-ს ხა­ზის See by Chloe-ს სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ა­ში გა­და­ი­ღეს. მარიშა ასევე “გუჩის“ სამოდელო სახლის ექსკლუზიური მოდელი გახდა. ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სამოდელო სააგენტოს “Hollywood Model Management-ის” რჩეული გახდა.  ის ასევე ვიხილეთ შემდეგი ცნობილი ბრენდების ჩვენებზე- GIVENCHY, ELLE, MARGIELA, DIESEL.

ანა შელია

სამოდელო კარიერა 14 წლიდან დაიწყო TbilisiFashion Week-ზე, შემდეგ კი თურქულ სამოდელო სააგენტოსთან Option Model Managementორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. თანამშრომლობდა ბრენდთან Mango, დიზაინერებთან ზუჰაირ მურადთან, მარკ ბაუერთან, ვალენტინ იუდაშკინთან. ის წარდგა მოდის კვირეულებზე მილანში,პარიზსა და თბილისში. 2016 წელს პარიზის მოდის კვირეულზე ფრანგული ბრენდი Etam-ის ჩვენებაშიმიიღო მონაწილეობა. 2017 წელს კი ანა ვიხილეთ Ralph & Russo ჩვენებაში.